istoriuli soflebi  
  
 
 
 

biyari

ერედვის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ბიყარისა და ქვემო ბიყარის ძველი სახელწოდება. მდებარეობდა მდინარე მეჯუდას ხეობაში, მთისა და ბარის საზღვარზე. სამხრეთით მეჯუდის ხეობის ბარია, ჩრდილოეთით - მეჯუდის ხეობის მთა, ეგრეთ წოდებული ისროლისხევი.

istoria

ვახუშტი ბატონიშვილის სოფელთა სიაში და რუკაზე ბიყარი ორ სოფლად არის აღნიშნული. ვახუშტისავე ცნობით, მთელი ისროლისხევი ბიყარამდე ქსნის ერისთავებს ეკუთვნოდათ. ჩანს, ვახუშტის ეს ცნობა ძველ ვითარებას აღნიშნავს, რამდენადაც XVIII საუკუნეში მთელი გვერდისძირი (ისტორიული თემი, რომელიც ვრცელდებოდა მდინარე მეჯუდიდან მდინარე პატარა ლიახვამდე) ქსნის ერისთავთა მფლობელობაში იყო.


მუნიციპალიტეტი ერედვის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები  
მოსახლეობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995